Thursday, February 16, 2012

ბოლო კადრი


რაც უფრო მეტს ვფიქრობთ იმაზე, თუ რა ვიცით, საიდან მოვედით, რას ვაკეთებთ, მით მეტად ვრწმუნდებით, რომ გვატყუებენ. ჩვენ გვატყუებს ყველა საზოგადოებრივი სტრუქტურა. როგორ ფიქრობთ, რატომ არავინ ეხება რელიგიურ ორგანიზაციებს? რელიგიური იერარქიები დგანან ცოდვის სათავეებთან, ისინი ხომ იმავე ადამიანებისგანაა შექმნილი, რომლებიც ქმნიან მთავრობებს, მანკიერ საგანმანათლებლო სისტემებს, რომლებიც ქმნიან საბანკო კარტელებს... რადგანაც თქვენ ბატონ-პატრონებს სულ ფეხებზე ჰკიდიხართ თქვენ და თქვენი ოჯახები. მათ ადარდებთ, რაც ყოველთვის ადარდებდათ _ ძალაუფლება და კონტროლი მთელ სამყაროზე. ჩვენ მიზანმიმართულად მოგვარიდეს სიმართლეს იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს უმაღლესი ძალა სამყაროში, რომელსაც ადამიანები ღმერთს უწოდებენ. მე არ ვიცი რა არის ღმერთი, მაგრამ მე ზუსტად ვიცი რა არ არის ის. რაც მეტად ვითარდებით, უფრო ადვილად იგებთ საგანთა ბუნებას, მით უფრო ნათელი ხდება ყველაფერი და თქვენ იწყებთ სიცრუის დანახვას ყველგან. თქვენ უნდა იცოდეთ სიმართლე, ეძებოთ სიმართლე და შემდეგ ეს სიმართლე გაგათავისუფლებთ.
ხმა ცაიტგაისტის“ დასაწყისში

რთული უნდა იყოს ცხოვრება მათთვის, ვინც ავტორიტეტს აღიქვამს სიმართლედ იმის მაგივრად, რომ სიმართლე აღიქვას ავტორიტეტად.
ჯერალდ მესი, ეგვიპტოლოგი.



ერთმანეთს დილაადრიან ვხვდებით. ჯერ მზეც არ ამოსულა, სამაგიეროდ მალე მეეზოვეები ამოვლენ ნაცრისფერ ასფალტზე ნარინჯისფერი ტიტებივით. ამ დროს გაღვიძება არანაირ ლოგიკაში არ ეწერება, მით უმეტეს თუ საერთოდ არ გიძინია ღამით. ანუ, არც გამიღვიძია. მოკუნტულმა ჩავიცვი ყველაფერი რაც მეტ-ნაკლებად თბილი მაინც იყო ოთახში და გარეთ გავიძურწე, აივანზე.
ჰო, მართლა, რუგზაკი არ დამრჩეს. ვიღებ. გავდივარ. თოშავს. სადარბაზოსთან ვხვდები, ისე მხნედ გამოიყურება, თითქოს მთელი ორი დღე ეძინა. რა თქმა უნდა, სიგარეტს ეწევა. უსიტყვოდ ვესალმებით ერთმანეთს და კიბეებზე ძუნძულით ავდივართ. ისევ თოშავს. ბოლო სართულზე რომელიღაც ჯიბიდან გასაღებს იღებს და სხვენის სარქველს აღებს. სხვენში ჩამოკიდებულ პატარა ნათურას ანთებს. “ჯერ შენ ადი” _ მეუბნება. ამისმა კლაუსტროფობიამ ხო შეიყო რავფიქრობ ჩემთვის და კიბეზე ვბობღდები. ორი-სამი ნაბიჯის შემდეგ სახურავზე ვარ. აქედან თბილისი ისე ჩანს, როგორც ტურისტულ ფოტოებში მინახავს. “აეხლა მალე ამოვა მზე და გავთბებიით” – მამშვიდებს. კაი 2 საათი მზე არ ამოვა, ხომ ვიცი, მარა მეზარება ამის ახსნა და თავს ვუქნევ. ერთ-ერთ მოსახერხებელ ადგილზე ვსხდებით. მეორე ღერს უკიდებს. “ნუ გამბოლე შეჩემა”. აზრი არ აქვს. რუგზაკიდან ვიდეოკამერას ვიღებ, კორპუსის სახურავის მოაჯირზე ვამაგრებ და უკან ვთავსდები. “კაროჩე, დინამიკა გვინდა რა” – ვეუბნები. ამბობს _ “მზის ამოსვლას ისე დავამონტაჟებთ როთითებს ჩაიკვნეტ”. სულ მიკვირს კინოზე საუბრისას რა საჭიროა ეს გურმანული შედარებები, მარა ჯანდაბას. მზე ჯერ აგვიანებს ამოსვლას. უხერხული სიჩუმე. არღვევს:

-         მესამე ცაიტგაისტი ნახე?
-         ეგ რაღაა?
-         ცაიტგაისტი როგორ არ იცი, კაცო. 2007 წელს გამოვიდა პირველი ფილმი.. ქრისტიანობაზე რაღაცებს ამბობდნენ და 11 სექტემბერზე, ვითომ ამერიკის მთავრობამ მოაწყოო და...
-         , დოკუმენტურია?
-         კი, დოკუმენტურია, ოღონდ სხვანაირი დოკუმენტურია რა. 2007 წლის ფილმი განსაკუთრებით, რაღაც სხვანაირია რა. ნანახი გექნება აუცილებლად. ერთი ამბავი ატყდა მერე მაგაზე, რაღაც ისეთ რაღაცებს შეეხნენ...
-         ეგეთს რას შეეხნენ?
-         რელიგიას ტო!
-         მერე რა..
-         ამერიკის მთავრობას!
-         ჰო, მერე?
-         რა მერე.. ფედერალურ სარეზერვო ბანკს, მედიას, მოკლედ ყველას შეეხნენ, ვისაც...
-         და რაო?...
მთელი ეს დრო ერთ წერტილს არ ვაშორებ თვალს. ჩვენ ახლა ერთი მაღალი შენობის სახურავზე ვართ. აი, იმის, ადრე ქორწინების სახლი რომ იყო, თუ რაღაც, უზნაძის დასაწყისში თუ ბოლოში. წინ მთელი თბილისი ჩანს, მარჯვენა სანაპირო. ერთ-ერთი სახლის აივანზე მოხუცი კაცი ზის და მზის ამოსვლას ელოდება. ალბათ. აბა რატომ უნდა იჯდეს ამ დროს და ამ სიცივეში აივანზე? მაგარი ტიპია. ეტყობა ტონზე დამეტყო, რომ არ ვუსმენ მაინცდამაინც, ხმას უწევს და ცდილობს უფრო დამაჯერებელი იყოს:
-         კაი, გეტყვი ახლავე. ესე იგი, პირველი ფილმი რაზე იყო.. პირველი ფილმი იყო რელიგიაზე, მთავრობაზე და ფინანსურ სისტემებზე რა, როგორც საზოგადოების კონტროლის მექანიზმებზე. იმაზე, რო ყველა საზოგადოებრივი ინსტიტუცია გვატყუებს.
-         ანუ მასონებზეა?
-         ისეთ პონტში. ნუ, ბევრს დარჩა ეგეთი განცდა და ბევრი აკრიტიკებდა, რო ეგენი სოციალისტები და მასონები და ეს შეთქმულების თეორიები..
-         ანუ მაგაზეა? დაიკიდე რა..
-         ბიჭო, საქმე რაშია, შეიძლება გჯეროდეს, შეიძლება არა, მარა ეს ადამიანები რაღაცებს ამბობენ, რაც საინტერესოა თუნდაც უბრალოდ მოსასმენად რა. ცაიტგაისტი ამბობს, რომ არსებობს რაღაცსიმართლეებისაზოგადოებაში, რომლებიც სინამდვილეში სულაც არაა სიმართლე. გვატყუებენ, როცა ქრისტეზე ზღაპრებს გვიყვებიან, გვატყებენ, როცა გვეუბნებიან, რო 11 სექტემბერი ბინ ლადენმა და ალ-ქაიდამ მოაწყვეს.
-         არა, ტო, ვანიჩკამ მოაწყო.
-         ვინ ვანიჩკამ?
-         ვანიჩკამ რა, ჩემი მეზობელი როა, ვანიჩკა ბეზაბიდნი.
-         , ნუ ღადაობ რა, მართლა გეუბნები.
-         ჰო კაი, რამით ამტკიცებენ ამ ყველაფერს, თუ ასე, უბრალოდ, ამბობენ?
-         კი, ბიჭო, არგუმენტები აქვთ. პირველი ფილმი საერთოდ ძალიან გააკრიტიკეს არგუმენტების სიმწირის გამო, თუმცა ვერ ვიტყოდი, რო არგუმენტები არ აქვთ. საერთოდ, ყველაზე ნიშანდობლივი ცაიტგაისტისთვის რაცაა, არის ის, რომ ის არ გვთავაზობს რაღაც თეორიებს განსახილველად. პიტერ ჯოზეფი, ამ ფილმების რეჟისორი ამბობს, რომ არსებობს მხოლოდ ერთი სიმართლე, რომელსაც ჩვენ გეუბნებით, ყველა სხვა სიმართლე, რომელიც აქამდე იცოდით ამ საკითხებთან დაკავშირებით, არის არასწორი. აი, მაგალითად, ქრისტიანობასთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით, რომ ჯვარი, ჯვარცმა, 25 დეკემბერი, მესამე დღეს აღდგომა, ქალწული დედისგან შობა, ეს ყველაფერი დაკავშირებულია ქრისტიანობასთან ხო?
-         ფაიზაღი.
-         ცაიტგაისტი ამბობს, რომ ეს ასე არაა. ჯვარი სინამდვილეში ზოდიაქოს სიმბოლოა, ქრისტეს სხვა მახასიათებლებიც მანამდე დამახასიათებელი იყო მზის ღმერთებისთვის უამრავ სხვადასხვა კულტურაში. თუ ჩვენ ვიცით, რო არაა სიმართლე ამბები ჰორზე, კრიშნაზე, დიონისეზე და სხვა უამრავ ღმერთზე, მაშინ რატომ დავიჯეროთ იგივე ამბები ქრისტეზე. ჯვარცმა, მესამე დღეს აღდგომა, 25 დეკემბერს შობა, 12 მოციქული და ქრისტეს სხვა უამრავი მახასიათებელი, რომლებიც უნიკალური გვგონია, სინამდვილეში სულაც არაა უნიკალური ხო?
-         ატრაკებენ. სულ ეგაა?
-         ჰო ესაა პირველი ნაწილი. პირველ ფილმში აიღეს და დადეს უამრავი კონსპირაციული თეორია და თქვეს, რო ესააო სიმართლეო სინამდვილეშიო და არა ისო, რაც აქამდე გეგონათო...
თან ლაპარაკობს, თან კარაქიან პურს ჭამს. ჩაკბიჩავსლაპარაკობსისევ ჩაკბიჩავსისევ ლაპარაკობს. გარშემო ცოტა განათდა. კამერაში ვიხედები, ხედი სწორია, ფოკუსიკარგი, ვსიო ოკ. მტკვრის გადაღმა, ერთ-ერთ აივანზე მოხუცი ისევ გაუნძრევლად ზის და რაღაც დროს იმასაც ვუშვებ, რომ ისიც ჩვენ გვიყურებს. ეხლა ამან თუ დაიწყო “после вкусного обеда по закону архимеда»-, _ აი, მერე დამერხა. სულ გამბოლავს. იქნებ ლაპარაკში დაავიწყდეს მოწევა. ვცდილობ დაინტერესებული სახე მივიღო:
-         ისე, ვინ აკეთებს ამ ფილმებს?
-         რას, ცაიტგაისტს?
-         არა, კინგ-კონგის ტრილოგიას.
-         რა ტრილოგიას?
-         ცაიტგაისტს, ხო ცაიტგაისტს.
-         ატრაკებ რა. ტოჟე მნე, ლარი კინგ..
-         ჰო, კაი, ვინ აკეთებს?
-         პიტერ ჯოზეფი არის ის ადამიანი, რომელიც აკეთებს ცაიტგაისტს. პიტერ ჯოზეფმა ასე, ცარიელი ხელებით, გადაიღო 2007 წელს პირველი ფილმი, მერე გადაიღო მეორე, 2008-ში. მერე დააარსა ცაიტგაისტის მოძრაობა, წელს გადაიღო მესამე ფილმი და მომავალ წელს კიდე აპირებს მეოთხე ფილმის გამოშვებას. თუმცა მარტო არაა ეგ კაცი და ფილმების ეს სერია, ნუ როგორც მთელი ცაიტგაისტის მოძრაობა დაკავშირებულია ვენუსის პროექტთან და მეცნიერ ჟაკ ფრესკოს სახელთან. ჟაკ ფრესკო და ვენუსის პროექტში მასთან ერთად მომუშავე ადამიანები გვთავაზობენ სამყაროს მოწყობის სრულიად ახლებურ მოდელს, რომელიც გარკვეულწილად არის იმ ყველაფრის ალტერნატივა, რასაც ასე ლანძღავენ ცაიტგაისტის ფილმებში რა.
-         მისმინე, შენც ხედავ იმ მოხუცს?
-         ვინ მოხუცს?
-         კაი არაფერი. ჰოდა, ეს ფილმები აღიარებულია? ვინმე უყურებს? თუ ანდერგრაუნდშიკები არიან? შეზღუდული მაყურებლით?
-         ბიჭო, როგორ გითხრა რა, მარტო მეორე ფილმი ნახა 50 მილიონზე მეტმა ადამიანმა. მესამე ფილმი 60-ზე მეტ ქვეყანაში იქნა ნაჩვენები, თარგმნილია 30-ზე მეტ ენაზე. Yოუტუბე-ზე დადებიდან პირველ 24 საათში 300,000 ნახვა ჰქონდა, ორი თვის შემდეგ კი 5 მილიონამდე. ცაიტგაისტის მოძრაობა მოიცავს 1000-ზე მეტ ლოკალურ ჯგუფს მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან. მთლიანობაში დაახლოებით 100 მილიონამდე ადამიანს მსოფლიოში ნანახი აქვს ეს ფილმები, ან რამე ფორმით დაკავშირებულია ცაიტგაისტის მოძრაობასთან. არ გამოდის საერთო ჯამში ანდერგრაუნდი ხო? თუმცა, საქართველოში, რა თქმა უნდა, ასე არაა. მე რო დავალაიქე ცაიტგაისტის გვერდი ფაცებოოკ-ზე, ჩემი 1500-მდე მეგობრიდან მხოლოდ სამს ჰქონდა დალაიქებული. დახურული ჯგუფიც არსებობს ფაცებოოკ-ზე _ “ძეიტგეისტ – Gეორგია”, სადაც 100-მდე წევრია.
-         ვა, რევკომი და რამე?
-         არ დაიჯერო. მთლიანობაში, ვერ ვიტყვი, რო ეხლა მაინცდამაინც დღეს მსოფლიოში მეინსტრიმია ცაიტგაისტის მოძრაობა და არსებობს მილიარდი ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს ჟაკ ფრესკოს მიერ შემოთავაზებულ სოციალური მოწყობის ახალ მოდელს, მარა ის ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რო საკმაოდ დიდი მოძრაობაა და მილიონობით ადამიანი ინტერესდება ამით რა.
-         .. რამდენიმე ფილმია ხო? და პირველი არის რელიგიებზე...
-         არა მარტო რელიგიებზე, პირველი ფილმი არის იმაზე, რო ჩვენ გვატყუებენ. გვატყუებენ რელიგიური ორგანიზაციები, რომლებსაც ფულის მეტი არაფერი არ ჭირდებათ ჩვენგან. გვატყუებს ამერიკის მთავრობა, რომელსაც ასევე ფულის მეტი არაფერი არ ჭირდება და მარტო იმიტომ უწყობს საკუთარ ხალხს 11 სექტემბრის ტრაგედიას, რომ შემდეგ ომი აწარმოოს ტერორიზმის წინააღმდეგ და ამით, ისევ და ისევ, იშოვოს ფული. ...და ასევე გვატყუებენ ფარდის უკან მდგომი მდიდარი ბიძიები, რომლებიც რეალურად მართავენ სამყაროს. ეს ადამიანები აწარმოებენ ომებს, რომ იშოვონ მეტი ფული. სამი მთავარი ომი, რომელიც ამერიკამ აწარმოა მეოცე საუკუნეში ხორციელდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკას, კონკრეტულად კი ამ ადამიანებს, მიეღოთ ეკონომიკური მოგება რა..
-         ამერიკა არ ევასება მაგ შენ პიტერ ჯექსონს?
-         პიტერ ჯექსონს კი არა, პიტერ ჯოზეფს. და არ ევასება რა, უბრალოდ არგუმენტირებულად ამხელს რაღაცებში რა..
-         შენ გევასება იუესეი?
-         გააჩნია რა.
-         კოკა-კოლა ხო გევასება? მაკდონალდსი, რამე.. კობი ბრაიანტი, ჯეკ კერუაკი, ოპრა უინფრი, ხო გევასება?
-         რა შუაშია ეხლა..
-         ატრაკებენ და იმ შუაშია.
-         უნდა ნახო რა.. ეხლა შენც ატრაკებ, ეგრე ვერ მიხვდები, ნახე და ვიბაზროთ მერე.
მზე თანდათან ამოდის, სანაპიროზეც ორჯერ უფრო მეტი მანქანაა ვიდრე ათიოდე წუთის წინ. კამერას კიდევ ერთხელ ვამოწმებ. ყველაფერი რიგზეა. ჯიბიდან სიგარეტის კოლოფს იღებს. მაინც ვერ გადავრჩი. ვუყურებ. ბოლო ღერია. მადლობა ღმერთს. მდინარის გადაღმა, უკვე არაერთხელ შენიშნულ აივანზე მოხუცი ისევ გაუნძრევლად ზის. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ აქეთ იყურება. ამას ფსიქოლოგიაში რაღაცის ეფექტი ჰქვია, არ მახსოვს, როცა დაჟინებით უყურებ შორს მდგომ ადამიანს, ის საითაც არ უნდა იყურებოდეს, რაღაც დროის შემდეგ გიჩნდება შეგრძნება, რომ შენ გიყურებს. ფიქრებიდან სიგარეტის ბოლი მარკვევს.
-         ჩაკალი ეხლა მალე და მორჩი რა, გამეზეპა მაგ ბოლით თმა.
-         მოწევა დაიწყე და მოგეშვება.
-         შენ შეწყვიტე, თუ კაია, მაგაზე არაა არაფერი ცაიტგაისტში? სიგარეტის მაწარმოებელი კომპანიები და რამე, ? მაფია, განგსტა პარადაის?
-         დავაი რა. არ გაინტერესებს არაფერი.
-         არა, არა, მართლა, დამაინტერესა. რაო მეორე ფილმი რაზე იყო, თუფაქი ცოცხალია?
-         მეორე ფილმი იყო მონეტარულ პოლიტიკაზე და ფინანსურ სისტემებზე და ვაფშე არ გაქვს იუმორის გრძნობა.
-         კაი, კაი, მომიყევი, აბა რა ვაკეთოთ მთელი ერთი საათი, აგე იმ ჩუვაკ ვარსკვლავმაც ამოანათა.. ჰოდა, რაო მეორე ფილმმა?
-         ბიჭო.. ამ ფილმის ძალიან დიდი ნაწილი მეც ვერ გავიგე რა. რთული გასაგებია საერთოდ ეს ცაიტგაისტი ცოტა არ იყოს..
მიყურებს. მეცინება. თვითონაც იცინის. რამდენიმე წამის მერე ორივე მაგრად ვხარხარებთ. უაზროდ. სიგარეტს აქრობს. რამდენიმეწუთიანი პაუზის შემდეგ მაინც ვერ ითმენს:
-         საერთოდ ამ ფილმების ერთ-ერთი მთავარი სათქმელი ისაა, რო ჩვენ, რიგით ადამიანებს ყოველთვის გვასწავლიდნენ, რო არ უნდა დავსვათ კითხვები, არ უნდა ჩავეძიოთ და არ უნდა ვიფიქროთ ბევრი, რადგან შეუცნობელ არს გზანი უფლისანი. დაჟე მეტიც, შეუცნობელ არს გზანი ამერიკის მთავრობის, ფედერალური სარეზერვო ბანკის, მასმედიის...  და საერთოდაც, მაგ შეუცნობლის მიმართ შიში და რიდია მთავარი მიზეზი, რატომაც ვიღებთ საზოგადოებრივ ჭეშმარიტებებს ჭეშმარიტებად. ჩვენ ხო ექსპერტები არა ვართ, რო ყველაფერი გავიგოთ, იქნება ეს მონეტარული პოლიტიკა, თუ რელიგიური საკითხები რა. ამიტომ სხვა გზა არ გვაქვს, უნდა მივიღოთ ის ჭეშმარიტებები, რასაც გვაწვდიან. პიტერ ჯოზეფი ამბობს, რომ არ უნდა მივიღოთ. რაც არ უნდა რთული იყოს ამ ყველაფრის გაგება, მაინც უნდა შევძლოთ. აი, მე, რომელმაც რამდენჯერმე ვნახე ფილმები, კიდევ მიჭირს გავიგო რაღაცები ფინანსურ სისტემებთან დაკავშირებით. თუმცა მიდგომა აქ მარტივია, მეორედ ვერ გაიგე? მესამედ ნახე. მესამედაც ვერ გაიგე? მეოთხედ უნდა უყურო. მთავარია, რომ არსებობს სოციალური ვალდებულება, რომ ეს აუცილებლად უნდა გავიგოთ. სხვა ადამიანებმა, „რომელთა გზებიც შეუცნობელია“, შენ შეგიქმნეს სამყარო, რომელიც განადგურებისკენ მიდის და თუ შენ და შენნაირმა შვიდმა მილიარდმა ვერ გაითავისა, რო ეს სისტემა მანკიერია, მაშინ არაფერი შეიცვლება.
-         და თუ არ შეიცვლება?
-         თუ არ შეიცვლება და 50 წელიწადში ამოწურვისკენ წავა ნავთობის მარაგი, არადა დღევანდელი ეკონომიკა მთლიანად ნავთობზეა დაფუძნებული რა. ერთ-ერთი მეცნიერი ცაიტგაისტში კითხულობს, რომ 50 წლის მერე, როდესაც ჩვენთან მოვლენ ჩვენი შვილიშვილები და გვკითხავენ, რატომ არაფერი შევცვალეთ, რა უნდა ვუპასუხოთ? ჩვენ ხო ვიცოდით, რო რესურსები, რაზეც ვაფუძნებდით ეკონომიკას, ამოწურვადია. ასევე ვიცოდით, რო კლიმატის ცვლილებებს კატასტროფამდე მიყავს დედამიწა. რას ვაკეთებდით? არაფერს! ორნახევარ მილიარდ ადამიანს დღეს არ აქვს წვდომა სუფთა სასმელ წყალზე რა. 2030 წელს იქნება ასეთი სამ მილიარდზე მეტი ადამიანი.
-         ტეხავს. დისტოპიაა რა.
-         კი არ ტეხავს ეს არის, საითაც მიექანება დღეს სამყარო. რეალობაა და უნდა გავიაზროთ..






(blogspot-ზე გარკვეული ხარვეზებია, ამიტომ შევქმენი ახალი ბლოგი, ბოლო კადრი სრულად შეგიძლიათ იხილოთ alexandreche.wordpress.com-ზე :)

No comments: